2021 წლის ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატში შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიდეს
2021 წლისთვის ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატში შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიდეს. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე საუბრობს. მისი თქმით, აბიტურიენტები ცოდნის მიღებაზე მეტად ორიენტირებულები არიან, ტესტის შევსების ტექნიკის სწავლაზე, რაც სასურველია შეიცვალოს.
„ყოველ წელს ვაკეთებთ ანალიზს იმისას, რაც იყო წინა წელს ეს, რა თქმა უნდა, ასე მოხდა. მოდელი იგივე რჩება რაც იყო წინა წელს, იქნება სამი სავალდებულო გამოცდა და მეოთხე იქნება იმის მიხედვით მოითხოვს თუ არა უნივერსიტეტი. სამედიცინო მიმართულებაზე ისევ ოთხი გამოცდაა, არაფერი არ იცვლება. თუ რაიმე ცვლილებები დაიგეგმება, უახლოეს ერთ თვეში ეს ყველაფერი უკვე ცნობილი იქნება. ცვლილება შეიძლება შეეხოს მაგალითად ტექსტის ხანგრძლივობას, გვინდა ვნახოთ რამდენად შესაძლებელია ცოტათი მაინც შევამციროთ ზოგიერთი ტესტის დრო, რომელიც მაგალითად 4-საათიანია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფორმატში გარკვეული ცვლილებები და გარკვეული ტიპის დავალებების ცვლა.
ყოველ წელს რომ რაღაც დავალებების ტიპები იცვლებოდეს, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ, რომ ტესტი არ დაიშტამპოს. მოკლედ, ყველა ამ ტესტზეა ორიენტირებული და ცოდნას კი არ იღებენ, არამედ ტექსტის შევსების ტექნიკას სწავლობენ, ამ კუთხით ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს. ამიტომ, აბიტურიენტებს ვთხოვ, რომ თვალი ადევნონ ახალ ინფორმაციებს“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბარში.
-
სია განახლდა – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენი პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში – 2025-2026 სასწავლო წელი
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენი ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში – უახლესი მონაცემები ცნობილია (2025-2026 სასწავლო წელი)
by ARIS.GE-განათლება