2023 წლის აბიტურიენტებისთვის მათემატიკის ტესტის ნიმუში გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 9 ნოემბერს, 2023 წლის მათემატიკის ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტის ნიმუში გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აბიტურიენტებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამი საგნის ჩაბარება ცვლილებებით მოუწევთ. სიახლეებია ისტორიაში, მათემატიკასა და უცხოური ენის ტესტების ფორმატში.
აქვე შეგახსენებთ ცვლილებების ჩამონათვალს მათემატიკაში:
გამოცდების ცენტრის ცნობით, 2023 წელს, მათემატიკის ტესტი შედგენილი იქნება 41 დავალებისაგან.
ტესტში გაიზარდა არჩევითპასუხიანი დავალებების წილი, კერძოდ მოცემული იქნება 37 არჩევითპასუხებიანი დავალება.
ასევე იქნება 4 ღია, წერითი დავალება. ღია დავალებები იქნება სამქულიანი (2 დავალება) და ოთხქულიანი (2 დავალება). შესაბამისად, ღია დავალებების მაქსიმალური ჯამური ქულა იქნება 14. ტესტის მაქსიმალური ქულა იგივე დარჩება (51).
ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო კვლავ 3 საათია. აბიტურიენტს კი ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება