21 აპრილამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა და ისევ გადავადებული სასწავლო პროცესი – მთავრობის გადაწყვეტილება
საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო, რაც 21 აპრილამდე გაგრძელდება.
როგორც საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მათავრობამ შესაბამისი მოთხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართა.
სხვა შეზღუდვებთან ერთად, იცვლება განათლების შესახებ კანონმდებლობის მოქმედება, რასაც მთავრობა განსაზღვრავს.
პრემიერის თქმით, მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს. საჭიროების შემთვევაში მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება.
ეს განცხადება ცხადყოფს, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში არც პირველ აპრილს განახლდება და ახალი თარიღების შესახებ ინფორმაციას უნდა დაველოდოთ.
საგანგებო მდგომარეობის შესახებ კონკრეტული დეტალები და პირობები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მას პრეზიდენტი ხელს მოაწერს და დოკუმენტი საჯაროდ გამოქვეყნდება.
საგანგებო რეჟიმის დროს გამოცხადების წესების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ფიზიკური პირები 3000 ლარის ოდენობით ხოლო იურიდიული პირები 15, 000 ლარით დაჯარიმდებიან. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
განახლება:
საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა.
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება