2100-მდე მასწავლებელს, ვინც წელს აჭარის სანაპიროზე იყო, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება, 45 000 კი რენდომულად შემოწმდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესისი დაწყებამდე ქვეყანაში შერჩევით 45 ათასი პედაგოგის ლაბორატორიული გამოკვლევა მოხდება იმის დასადგენად, ხომ არ არის ვინმე კოვიდ ინფექციის ფარული მატარებელი. 2100–მდე პირს კი, ვინც წელს, ზაფხულში აჭარის სანაპიროზე იმყოფებოდა, ტესტირება უახლოესი დღეების განმავლობაში ჩაუტარდება.
„პრემიერმა გააჟღერა რომ ორი კვირით უნდა შეჩერდეს სწავლა დიდ ქალაქებში, სადაც მობილობა ძალიან დიდია, ეს ალბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა და ერთ-ერთი დამხმარე იქნება ინფექციის შემდგომ შეკავებაში. დაახლოებთ 2100-მდე მასწავლებელია ნამყოფი აჭარის ზღვის სანაპიროზე, ამ ზაფხულზე, ყველა აღრიცხული გვყავს უკვე, ყველას დაეგზავნა შესაბამისი ინფორმაციები. ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანდაცვას აქვს სიები, ეს მოგვაწოდა განათლების სამინისტრომ, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ და ყველა მათგანის ტესტირება მოხდება დღეს, ხვალ, ზეგ.
“გარდა ამისა, რადგან მასწავლებლები სტრატეგიულ ჯგუფია და სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით აუცილებელია მათთან შესაბამისი ზედამხედველობა იყოს, შემუშავებულია სტრატეგია, რომ მოხდეს 45 ათასი მასწავლებლის რენდომული გამოკვლევა ლაბორატორიულად, რათა დარწმუნებული ვიყოთ, როცა მასწავლებელი სკოლაში მიდის, ის არის თუ არა ინფიცირების სტადიაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 64 000 პედაგოგი მუშაობს, შესაბამისად გამოდის, რომ მედიკოსები მათ დიდ ნაწილს გამოიკვლევენ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
ისევ გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა და მაგისტრანტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – 2 დანართი
by ARIS.GE-განათლება
-
სია განახლდა – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენი პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში – 2025-2026 სასწავლო წელი
by ARIS.GE-განათლება