24-ე საჯარო სკოლის მანდატურს კორონავირუსი დაუდასტურდა – სკოლა სრულად ონლაინ სწავლებას დაუბრუნდა
თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც სასწავლო დაწესებულება მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
ინფორმაცია კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის შესახებ EDU.ARIS.GE-ს სკოლის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
„დიახ, ჩვენს სკოლაში მანდატურს დაუდასტურდა კორონავირუსი, ოჯახური კლასტერიდან ანუ მანამდე ოჯახის რამდენიმე წევრს დაუდასტურდა ვირუსი. მანდატურმა ტესტი გუშინ აიღო, თუმცა სკოლაში ბოლოს პარასკევს იმყოფებოდა, რადგან შემდეგ თავს შეუძლოდ გრძნობდა. სკოლა მთლიანად გადავიდა ონლაინ სწავლებაზე და 26 ოქტომბერს განვაახლებთ საკლასო ოთახებში სწავლას“, – განაცხადეს 24-ე საჯარო სკოლაში.
-
სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვისაც უნდა დაიწყოს – მისამართები
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
როგორი უნდა იყოს სკოლის სპეციალური მასწავლებელი – კომპეტენციები და ეთიკის ნორმები ახალ სტანდარტში გაიწერა
by ARIS.GE-განათლება
-
მოსწავლეთა შედეგები – „საქართველოში გოგონებს ბიჭებზე უკეთესი შედეგები აქვთ კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში“ (PISA 2025)
by ARIS.GE-განათლება