30% ცუდად და 23% კარგად – როგორ აფასებს საზოგადოება განათლების სამინისტროს საქმიანობას უახლესი კვლევით
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქმიანობას კარგად საქართველოში გამოკითხულთა მხოლოდ 23 პროცენტი აფასებს.
ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა აზრის პროცენტული მაჩვენებელი კითხვაზე, თუ როგორ აფასებს განათლების სამინისტროს საქმიანობას, ასე გადანაწილდა: ცუდად – 30%; საშუალოდ – 32%; კარგად – 23 -%; 15 პროცენტს კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა.
წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 2,180 ადამიანი გამოიკითხა.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროს რომელ პროგრამებს აქვს დაბალი ათვისება – აუდიტის სამსახურის დასკვნა ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
