34 მომხრე 1 წინააღმდეგი – კარლო კოპალიანი ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი კანცლერია
პარლამენტის მოქმედი დეპუტატი უმრავლესობიდან კარლო კოპალიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი გახდა. ის უკონკურენტო კანდიდატი იყო.
როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, კოპალიანის 4 წლის ვადით არჩევას, ფარული კენჭისყრით 34-მა საბჭოს წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი მხოლოდ 1 იყო. საბჭოს 4 წევრი ხმის მიცემის პროცესს საერთოდ არ დასწრებია.
საბოლოო დადგენილებას აკადემიური საბჭო დღესვე მიიღებს და გამოაქვეყნებს.
კარლო კოპალიანს ჯერ დეპუტატის მანდატი არ დაუტოვებია.
როგორც ცნობილია, კანცლერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურები ჯერ დააყენეს და შემდეგ უკვე მოხსნეს უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსმა ბექა მაისურაძემ და სტუ-ის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა მალხაზ ლომთაძემ.
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს – კიდევ რა გეგმა აქვს მთავრობას
by პროფესიული განათლების ამბები