50 100 ბავშვი უკვე პირველკლასელია – რეგისტრაციის ბოლო ეტაპი აგვისტოში დაიწყება
2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის მესამე საყოველთაო ეტაპი დასრულდა.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუცხადეს, მესამე ეტაპზე ელექტრონული რეგისტრაცია 27 121-მა პირველკლასელმა გაიარა. ვაკანტური ადგილების რაოდენობა კი 35 634-ია. წელს, საერთო ჯამში, დაახლოების 50 ათასზე მეტი ბავშვი მივა პირველ კლასში.
„სულ საქართველოს მასშტაბით 83 678 ვაკანტური ადგილი იყო, აქედან თბილისის სკოლებში განსაზღვრული რაოდენობა 16 623, მესამე ეტაპზე რეგისტრაცია 27 121 პირველკლასელმა გაიარა, ჯამში 50 100 პირველკლასელი უკვე გვყავს“, – განაცხადეს განათლების მართვის სისტემაში.
განათლების სამინისტროს ცნობით, რეგისტრაციის ბოლო IV ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა, ან გაუუქმდათ რეგისტრაცია საბუთების დაგვიანებით წარდგენის გამო. მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან