60, 70 და 80 წელს მიღწეული პედაგოგები თავიანთი კოლეგების პროფესიულ განვითარებაში ჩაერთვებიან
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ბერიკა შუკაკიძის გაცხადებით, სკოლებში ასაკოვანი მასწავლებლების ნაწილი, რომლებიც გაკვეთილებს აღარ ჩაატარებენ, ახალგაზრდა კოლეგების პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებიან. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „აჭარასთან“ ისაუბრა.
„როდესაც რეფორმას ვიწყებდით, მაშინ ვთქვით, რომ მავნებლობაა, როდესაც ბიუროკრატი ხაზს უსვამს ვინმეს ასაკს, ჩვენ ხაზს ვუსვამთ პროფესიონალიზმს და კვალიფიკაციას. ჩვენ სკოლაში გვყავს 60, 70, 80 წელს მიტანებული პედაგოგები, რომლებიც ნელ-ნელა, ბუნებრივია, შეასრულებენ მენტორის, წამყვანის, უფროსი პედაგოგი მოვალეობებს და ეს შეიძლება არ იყოს მაინცდამაინც გაკვეთილის სწავლება, არამედ, თავიანთი კოლეგების პროფესიულ განვითარებაში და დახვეწაში დახმარება. ჩვენ ახალი სქემით გადავდივართ სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბურთი ახლა გადმოდის სკოლის მოედანზე. სკოლამ თავის ხარისხის მართვის და თანამშრომლობის ჯგუფთან, დირექციასთან, ლიდერობის ქოუჩებთან ერთად უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარება იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე თქმით, 2021 წლის ზაფხული იქნება ბოლო შანსი პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის, რომ მათ შეძლონ კვალიფიკაციის ამაღლება და სკოლაში დარჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სტატუსის მოსაპოვებლად ბრძოლა საწყისი ნიშნულიდან მოუწევთ.
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს – კიდევ რა გეგმა აქვს მთავრობას
by პროფესიული განათლების ამბები