„აბიტურიენტებისთვის რეკომენდაციები უახლოეს დღეებში კიდევ დაზუსტდება“ – მინისტრის მოადგილე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ სამუშაო შეხვედრა გამართეს.
აღნიშნულ შეხვედრაზე ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდის ჩატარების წესები განიხილეს.
შეხვედრის დასრულებისას მოკლე კომენტარი ჟურნალისტებთან მხოლოდ განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა გააკეთა და აღნიშნა, რომ აბიტურიენტებისთვის დამატებითი რეკომენდაციები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
“კორონავირუსის ინფექციის პრევენციასთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო ადასტურებს მზადყოფნას, 2020 წლის ეროვნული გამოცდების სტუდენტთა, ასევე მაგისტრობის მსურველთა კონკურსის ჩასატარებლად და შესაბამისად, მასწავლებელთა იმ ნაწილისთვის, რომლებიც 2020 წლის ზაფხულის გამოცდებზე მიიღებენ მონაწილეობას. მუდმივ კონტაქტში ვართ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან და უახლოეს დღეებში დაზუსტებულად მოგაწვდით ყველა რეკომენდაციას”, – აღნიშნა ნუნი მიცკევიჩმა.
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან