აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა 7 ივლისის გამოცდაზეა გასული – ამირან გამყრელიძე
აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა 7 ივლისის ეროვნულ გამოცდაზეა გასული – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პირი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, ხოლო მასთან მყოფ 9 აბიტურიენტსა და დამკვირვებელს, შესაბამისი კვლევები უტარდებათ.
“დღევანდელი ეპიდსიტუაცია, პანდემია გრძელდება, ეპიდემია გრძელდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც და ამ ფონზე, საქართველო გარკვეულ ოაზისად გამოიყურება. ერთი შემთხვევა არის კონტაქტი გუშინწინ დადასტურებულ შემთხვევასთან. გუშინ ღამე დადასტურებული შემთხვევა გახდა ჩემი აქ მოსვლის მიზეზი. მასთან კონტაქტია გოგონა, რომელსაც დაუდასტურდა ინფექცია და ის არის 7 ივლისს გამოცდაზე გასული”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
როგორც მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ინფიცირებულის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და გამოცდის პროცესს საფრთხე არ ემუქრება. ხოლო ის 9 აბიტურიენტი, ვისთან ერთადაც ინფიცირებული აპლიკანტი აბარებდა, საკარანტინე სივრცეში განთავსდებიან.
“დიდი ალბათობით, იმ 9 აბიტურიენტს, ვისთან ერთადაც აბარებდა ეს აბიტურიენტი, ისინი განთავსდებიან საკარანტინე სივრცეში და ყველა გამოცდის წინ ჩაუტარდებათ PCR ტესტი”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ინფიცირებული აბიტურიენტი დანარჩენ გამოცდებზე ვეღარ გავა. როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა, ეს აპლიკანტი ახლა მკურნალობის პროცესს გადის და გამოცდების ჩაბარებას მომავალ წლამდე ვეღარ შეძლებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ პრესკონფერენცია გამართეს.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი გამოცდებიც ტრადიციულად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 6 ივლისს დაიწყო და აღნიშნული გამოცდა, გასული წლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში არსებული პანდემიის ფონზე, 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება