აბიტურიენტს ტელეფონმა საგამოცდო სექტორში დაურეკა – როგორ აღმოაჩინეს დამკვირვებლებმა დარღვევა
EDU.ARIS.GE -მ 2020 წლის ეროვნული გამოცდების პირველ დღეს აბიტურიენტისთვის გამოცდაზე მობილური ტელეფონის აღმოჩენის შესახებ დეტალები გაარკვია. ფაქტის შესახებ გუშინ გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა დღის შემაჯამებელ ბრიფინგზე გამოაცხადა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
შემთხვევა ბათუმში მოხდა. პირველი სკოლის შენობაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში აცხადებენ, რომ დამკვირვებლებმა მობილური ტელეფონი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მან გამოცდის მიმდინარეობის პროცესში დარეკა და სწორედ ამის შემდეგ მოიხსნა აბიტურიენტი გამოცდიდან.
აბიტურიენტს საგამოცდო სექტორში ძველი მოდელის “ნოკიას” ფირმის პატარა ზომის მობილური ჰქონდა შეტანილი. კურატორის ინფორმაციით, წელს აბიტურიენტები გამოცდაზე შესვლამდე მხოლოდ დეტექტორით შეამოწმეს, რომელმაც მობილურის ქონა არ დააფიქსირა. გასულ წლებში აბიტურიენტებს გამოცდაზე შესვლამდე პოლიციელები ჩხრეკდნენ. მობილურებს კი რეგისტრაციის გავლამდე მიმღებში აბარებენ.
ბათუმში წელს პირველად სამი საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. ახალი საგამოცდო ცენტრი მე -14 საჯარო სკოლის შენობაა.
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება