აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები და გათანაბრებული ქულები ცნობილია – გამოცდები 2020
2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები და გათანაბრებული ქულები ცნობილია. ასევე გამოქვეყნდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსის აპელაციის შედეგებიც. ამ შეედეგების ნახვა მათ პირად გვერდზე შეუძლიათ.
აპელაციის შედეგების ნახვას შეძლებთ ბმულზე
შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება ტესტური დავალების შეფასების სისწორესთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).
იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრების ცხრილს
ცხრილი გვიჩვენებს, რა ქულა შეესაბამება აპელაციებისა და გათანაბრების შემდეგ ტესტის თითოეულ საგანსა და ვარიანტში მიღებულ ნედლ ქულას. აბიტურიენტს საკუთარი გათანაბრებული ქულის ნახვა მის პირად გვერდზეც შეუძლია.
იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მოხდა ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტები, რომელთა გათანაბრებული ქულაც მეტია მინიმალურ ზღვარზე, აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას.
გაითვალისწინეთ, აბიტურიენტებს პრიორიტეტულ ჩამონათვალში საგანმანათლებლო პროგრამების დამატების ან/და გადანაცვლების უფლება ხვალ 18:00 საათამდე აქვთ.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება