აბიტურიენტთა ფიზიკისა და ხელოვნების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა – გამოცდები 2020
აბიტურიენტები გამოცდებს უკვე არჩევით საგნებში აბარებენ. დღეს აპლიკანტების მცირე ნაწილმა გამოცდა 2 არჩევით საგანში – ფიზიკასა და ხელოვნებაში ჩააბარა. დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე გამოცხადდა 75%-ზე მეტი, ხოლო ფიზიკის გამოცდაზე – 91%-ზე მეტი აბიტურიენტი.
უკვე ცნობილია ის ტესტებიც, რომელზეც აბიტურიენტებმა აღნიშნული გამოცდების ფარგლებში იმუშავეს.
აბიტურიენტს აღნიშნული გამოცდები წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვლება თუ მაქსიმალური ქულის 25%-ს დააგროვებს, თუმცა როგორც წინა წლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახლაც აქვთ უფლება კონკრეტულ პროგრამებზე აწიონ ბარიერი, ანუ გაზარდონ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან