აბიტურიენტთა ისტორიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა – გამოცდები 2020
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის აბიტურიენტთა ისტორიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა.
აბიტურიენტებმა ისტორიის გამოცდები 13 ივლისს დაასრულეს. შედეგები, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი.
როგორც ცნობილია, ისტორიის საგნის წლევანდელ ტესტებში გარკვეული ცვლილებები შევიდა, გაიზარდა ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდა. საგამოცდო ტესტს დაემატა ორი ახალი ტიპის დავალება: „ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ და „ისტორიული მოვლენის შეფასება“.
პირველ შემთხვევაში აბიტურიენტმა ორი სხვადასხვა ტიპის (წერილობითი და ვიზუალური) წყარო უნდა შეაჯეროს და ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გაანალიზების საფუძველზე გასცეს კითხვებს პასუხი. „ისტორიული მოვლენის შეფასებაში“ კი, აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების უნარი – შეაფასოს ესა თუ ის ისტორიული პროცესი, მოვლენა ან პიროვნება.
აპლიკანტებმა ისტორიის გამოცდა წინა წლისგან განსხვავებით წელს 4-ვარიანტად წერეს. დასახელდება თუ არა რომელიმე ვარიანტი სხვებთან შედარებით რთულად ამას მოგვიანებით, სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ გავიგებთ.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან