აბიტურიენტთა უცხოური ენების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა – გამოცდები 2020
სამი დღის განმავლობაში აბიტურიენტები გამოცდას ერთ-ერთ ძირითად საგანში – უცხოურ ენებში აბარებდნენ. უკვე ცნობილია ის ტესტები, რომელზეც ისინი მუშაობდნენ.
წელს, აბიტურიენტებს უცხოური ენების ტესტებში ორი სიახლე დახვდათ. კერძოდ: მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. და მეორე ცვლილება: მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12-საკითხიანი.
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულ საგანში პირს გამოცდა ჩაბარებულად ეთვლება თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ს, თუმცა როგორც წინა წლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახლაც აქვთ უფლება კონკრეტულ პროგრამებზე აწიონ ბარიერი, ანუ გაზარდონ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან