აჭარის სანაპიროზე ნამყოფი 2 237 მასწავლებლიდან 71% გაიტესტა და 8 კოვიდინფიცირებულია
იმ მასწავლებლებიდან, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში აჭარის ზღვის სანაპიროზე ისვენებდა, ტესტირება კორონავირუსზე უკვე 71%–ს ჩაუტარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მედიას მთავრობის კანცელარიაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გააცნო.
“როგორც იცით, ტესტირებას ექვემდებარებოდა 2 237 მასწავლებელი, ვინც იყო ნამყოფი აჭარის რეგიონში. აქედან 71 პროცენტი უკვე გატესტილია და რვას დაუდასტურდა კორონავირუსი. დადასტურებული პირებიდან 7 არის გურიის რეგიონი და 1 სამეგრელო ზემო სვანეთი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება