„აჭარის სანაპიროზე ნამყოფი 2200 პედაგოგიდან 808 გაიტესტა და 6 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა“ – ამირან გამყრელიძე
აგვისტოს მეორე ნახევარში აჭარის სანაპიროზე მყოფი და შემდეგ აღრიცხული (2200) მასწავლებლების კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირების შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გაავრცელა.
მისი თქმით, 2200 მასწავლებლიდან 808 გაიტესტა და 6 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
“ცხელ წერტილად რჩება კვლავ აჭარა. ასევე გურიაშიც გვაქვს რამოდენიმე მასწავლებლის ინფიცირება, ისიც დაკავშირებული ბათუმთან და საქორწილო ღონისძიებასთან. მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ გავაკეთეთ მოწოდება, ყველა მასწავლებელი, ვინც აჭარის რეგიონში იმყოფებოდა აგვისტოს მეორე ნახევრიდან, ისინი გამოკვლეულიყვნენ პისიარ ტესტირებით კორონავირუსულ ინფექციაზე. ასეთი აღირიცხა 2200 მასწავლებელი, პარასკევს, შაბათს და კვირას გამოკვლევა ჩაუტარდა 808 მასწავლებელს და გვაქვს 6 დადასტურებული შემთხვევა. კარგია, რომ სწავლა ჯერ არ იყო დაწყებული და ეს პირები არიან იზოლირებული, გადაყვანილი კლინიკებში. ახლა ისევ გრძელდება სხვა მასწავლებლების გამოკვლევა, ვინც აგვისტოს მეორე ნახევარში იმყოფებოდა აჭარის რეგიონის სანაპიროზე”, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.
-
„სახელმძღვანელოები პრაქტიკულად არ გვაქვს, ძალიან სერიოზული პრობლემაა“ – კონსერვატორიის რექტორი
by ARIS.GE-განათლება
-
პედაგოგებმა შალვა პაპუაშვილს მიმართეს – „დამრიგებლის დანამატის ზრდა, ღირსეული პენსია, დაზღვევის გაუმჯობესება და სოციალური შეღავათები“
by ARIS.GE-განათლება
-
კითხვის უნარის განვითარების სირთულეები და მათი გადაჭრის გზები დაწყებით კლასებში – ის, რაც მშობელმა და მასწავლებელმა უნდა იცოდეს
by განათლებული ბლოგი