„ამ გადაწყვეტილებით სამინისტრომ პრობლემები შეუქმნა უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებს“
განათლების მინისტრის ბრძანებას, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის შესახებ ბრძანებაში ცვლილებებს ეხება, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეხმიანება და გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.
ერმილე მესხიას განცხადებით, სამინისტროს ამ გადაწყვეტილების მიღებისას მოსალოდნელი შედეგები არ გაუთვალისწინებია.
“ახლახან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2020 წლის 29 იანვრის №14/ნ ბრძანებით
პროგრამების აკრედიტაციის თანხა თითქმის 300 პროცენტით გაზარდა, 2016 წელთან შედარებით კი 1000 პროცენტით.
ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება განსაკუთრებით სახელმწიფო სახელოვნებო უნივერსიტეტებისათვის (საქართველოს თეატრისა და კინოს, თბილისის სამხატვრო აკადემიის, თბილისის კონსერვატორიის და ბათუმის ხელოვნების), რომლებიც სახელმწიფო დოტაციაზეა.
საინტერესოა, ეს საკითხი წინასწარ თუ განიხილეს რექტორთა საბჭოზე.
ძალიან ვწუხვარ, რომ ამ გადაწყვეტილების მოსალოდნელი შედეგები არ გაუთვალისწინებიათ, რადგან ამ გადაწყვეტილებით სამინისტრომ პრობლემები შეუქმნა უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, 2020 წლის ბიუჯეტში კი პროგრამების აკრედიტაციისათვის გაზრდილი საფასური გათვალისწინებული არ არის. სახელოვნებო უნივერსიტეტების მწირი შემოსავალი ძლივს ფარავს სამეურნეო-კომუნალურ და სასწავლო ხარჯებს.
სამინისტროს შეეძლო, ბრძანებაში სახელოვნებო უნივერსიტეტები ცალკე პუნქტად გამოეყო, რომ საფასურის გაზრდა არ შეხებოდათ, ან მოეხდინა უნივერსიტეტების დამატებით დაფინანსება. რაც არ გაკეთებულა”, – აცხადებს ერმილე მესხია.
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება