„ამ შემთხვევაში საკლასო ოთახებში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შანსი ნაკლები იქნება“ – ბიძინა კულუმბეგოვი
საჯარო სკოლებში კორონავირუსის დაფიქსირების ფაქტები ყოველდღიურად იზრდება, რის გამოც კონკრეტული კლასები თუ სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადიან. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ შემუშავებული გარკვეული წესები მოქმედებს, რაც კლასებში მოსწავლეთა განლაგებასაც ეხება. რეკომენდაციებში გაწერილია, რომ მოსწავლეები ერთმანეთის პირისპირ არ უნდა ისხდნენ.
იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, თუ ბავშვები გაკვეთილებზე განლაგებულები იქნებიან ერთმანეთისკენ ზურგით და არ დასხდებიან პირისპირ, ინფექციის გავრცელების ნაკლები შანსი იქნება.
„სწორ განლაგებას და ვენტილაციას აქვს მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბავშვებს ნიღაბი არ მოეთხოვებათ, ეს განსაკუთრებით რთული იქნება მაშინ, როდესაც ისინი გაკვეთილს აბარებენ, ამიტომ ამ განლაგებას ინფექციის შეხვედრის მინიმუმამდე ჩამოყვანა შეუძლია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავუშვათ ინფექცია რომ მოხვდეს ჩემს ორგანიზმში, მე მაინცდამაინც დაავადება მემართება. რაც უფრო ბევრია ე.წ დამაინფიცირებელი დოზა, ამ ვირუსის კონცენტრაცია, მაშინ ვხდები მე ავად. მინიმალურ ოდენობას ორგანიზმი ისე შთანთქავს, რომ ადამიანი საერთოდ ვერ ხვდება ჰქონდა თუ არა ამ ვირუსთან შეხვედრა“, – ამბობს ექიმი.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება