„…ამად უღირს განათლების სამინისტროს ყველა იმ მასწავლებლის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, რომელსაც უკიდურესად რთულ გარემოში მუშაობას აიძულებს!“
პედაგოგი იამზე მსხვილიძე, რომელიც კორონავირუსს ებრძვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართავს, რომ დაუშვებელია პანდემიის ფონზე მოსწავლეები და მასწავლებლები საფრთხის წინაშე იყვნენ და სკოლაში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა არსებობდეს.
„ვინც მიცნობს კარგად იცის როგორ ზედმიწევნით ვიცავდი რეგულაციებს და ვასრულებდი მოთხოვნებს, მაგრამ მაშინ, როცა სკოლის გარემო პირობები ხელს არ გიწყობს, შენი მცდელობა თავშივე განწირულია. 2 კვირა და პლუს კიდევ რამდენი ჯერ არ ვიცი, დაქვეითებული შრომისუნარიანობა და შერყეული ჯანმრთელობა… ამად უღირს განათლების სამინისტროს ყველა იმ მასწავლებლის სიცოცხლე, ჯანმრთელობა რომელსაც უკიდურესად რთულ გარემო პირობებში აიძულებს მუშაობას. 21-ე საუკუნეში ასეთ პირობებში არ უნდა სწავლობდნენ მოსწავლეები, მით უმეტეს პანდემიის დროს.
“ასე გავხდი კოვიდინფიცირებული და ჩავერთე უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ბრძოლისას, ვიგრძენი ბევრი ადამიანის ყურადღება, თანადგომა, სითბო და სიყვარული, რომელთა ზარებმა თუ შეტყობინებამ მეტი ენერგია და პოზიტივი შემოიტანეს ჩემს ცხოვრებაში. გარდა ამისა, გავხდი მოწმე უამრავი ადამიანის სამოქალაქო გმირობისა. სამყაროს ისტორია გმირებზე დგას, დიახ გმირებზე დგას! ისინი ჩვენს გვერდით არიან და ყველაფერს აკეთებენ ჩვენი სიცოცხლისათვის“, – წერს პედაგოგი სოციალურ ქსელში.
-
ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები, ტესტი და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
გამოქვეყნდა გამსვლელი ქულა ლიტერატურაში, შეფასების სქემა და აბიტურიენტთა შედეგები – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
„მესამე სემესტრიდან სტუდენტისთვის დაფინანსების შემცირებას ერთადერთი მიზეზი აქვს“
by ARIS.GE-განათლება