აპელაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნების ინსტრუქცია და ვადები – გამოცდები 2020
2020 წლის იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ (მოემატათ ან დააკლდათ) შეფასება, განაცხადის საფუძველზე აპელაციისთვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასაჩივრებისათვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად შევსებული განაცხადები მიიღება 2 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის 18:00 საათამდე:
- ქ. თბილისში – მისამართზე: ე.მინდელის ქ. N9;
- რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:
- ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები (ბანკის კოდი, 22 სიმბოლოსგან შემდგარი ანგარიშის ნომერი და ანგარიშის მფლობელის გვარი სახელი);
- აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი.
თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან