აქციების მიუხედავად უნარების გამოცდაზე 99%-მდე მონაწილე გავიდა
ზოგადი უნარების გამოცდაზე, რომლის ჩაბარების ვალდებულებაც, უცხოეთიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში მობილობით გადმოსულ სტუდენტებს აქვთ და მათი ნაწილი ბოლო დღეებში გამოცდის მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციასაც აწყობდა, აპლიკანტების 99% გამოცხადდა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გამოცდაზე სულ 343 პირი იყო დარეგისტრირებული.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა. შედეგები ნაშრომების გასწორების დასრულების შემდეგ, ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
სტუდენტების ნაწილი, რომლებსაც აღნიშნული გამოცდის ჩაბარების ვალდებულება ჰქონდათ, რამდენიმე დღის მანძილზე განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს წინ აქციას მართავდნენ და კარვებიც გაშალეს. ისინი გამოცდის გაუქმებას მოითხოვდნენ, რადგან მსგავსი პრეცედენტი გასულ წელს ერთხელ მოხდა. მათი მოთხოვნა სამინისტრომ ახლა არ გაითვალისწინა. სტუდენტები ამბობენ, რომ აქციებს ისევ გააგრძელებენ, თუმცა გამოცდაზეც გავლენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქემ, რომელიც სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტში და საკუთარ ქვეყენაში სწავლის გაგრძელებას გადაწყვეტს, აუცილებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდა ჩააბაროს. აღნიშნული წესი 2018 წელს ამოქმედდა და მაშინ განათლების სამინისტრომ მიზეზად იმ კომპანიების საქმიანობა დაასახელა, რომლებიც აბიტურიენტებს სტუდენტად გახდომას ეროვნული გამოცდების გარეშე ჰპირდებოდნენ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
სქემის ფარგლებში მასწავლებლები ელექტრონული სისტემის წარმოებას დაიწყებენ – პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ახალი სქემა ძალაში შევიდა (დადგენილება)
by ARIS.GE-განათლება
-
განკერძოებული სიტყვები, გამოთქმები და მათი სწორად წერა – მაგალითები და წესები გამოცდაზე დაგეხმარებათ
by გრამატიკული ცნობარი
-
გასამმაგებული კონკურენცია – ის, რაც მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა იცოდნენ
by ARIS.GE-განათლება