„არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსის გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში ხდება“ – ჯანმოს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელ ჰანს კლუგეს განცხადებით, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში სკოლების დახურვა უკანასკნელი ზომა უნდა იყოს.
„სკოლების დახურვა არ არის საჭირო, რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსის გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში ხდება. ჩვენ ბოლო მომენტამდე უნდა გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი, რადგან ვერ დავუშვებთ, რომ COVID-19 -ის გამო თაობა დაიკარგოს“,- განაცხადა ჰანს კლუგემ.
მისი თქმით, ევროპაში ახლა კოვიდ-19-ის აფეთქებაა და რეგიონს მძიმე დრო ელის.
„ჩვენ ვხედავთ, რომ აფეთქებაა, იმ გაგებით, რომ რეგიონში შემთხვევების 1 მილიონით გაზრდას მხოლოდ რამდენიმე დღე სჭირდება. გულწრფელები უნდა ვიყოთ, ცოტა რთული დრო გვექნება,“ – განმარტა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.
მან პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„პირბადეების გამოყენებითა და სოციალური შეკრებების მკაცრად გაკონტროლებით ევროპის რეგიონში თებერვლამდე 266 000 სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ,“ – აღნიშნა ჰანს კლუგემ.
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19