არაკომერციულ სექტორში ყველაზე დიდი ბრუნვა განათლების დარგის ორგანიზაციებს აქვთ
საქსტატი 2019 წლის არაკომერციული ორგანიზაციების გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს. მან შეისწავლა ორგანიზაციები, რომლებიც იმყოფებიან თვითდაფინანსებაზე და სახსრებს ძირითადად იღებენ შემოწირულობებისა და საკუთარი წევრების შენატანების სახით. ეს ორგანიზაციები არ არიან ორიენტირებულნი ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე.
დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს არაკომერციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 169.9 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი, 36,9 პროცენტი განათლებაზე მოდის.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, წინა წლებთან შედარებით გაზრდილია განათლების დარგის ორგანიზაციების ბრუნვის მოცულობაც და 25,2 პროცენტს შეადგენს, პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი კი 13,5 პროცენტია.
არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობამ 2019 წელს 54.4 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 53.2 პროცენტი ქალია, ხოლო 46.8 პროცენტი კაცი, დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი – 28.8 პროცენტი – განათლების დარგის ორგანიზაციებზე მოდის.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
2026 წლის საგრანტო გამოცდაზე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გავლენ – სავარაუდო ვადები დასახელდა
by ARIS.GE-განათლება
-
„უნდა გამოცხადდეს სტუდენტთა რეგისტრაცია სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად“ – დეტალები
by ARIS.GE-განათლება
-
როცა ცვლილება გაურკვევლობას ბადებს – ერთი პედაგოგის ხედვა
by განათლებული ბლოგი