არდადეგების გახანგრძლივების საკითხი მიმდინარე კვირაში გადაწყდება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სასწავლო დაწესებულებებში არდადეგების გახანგრძლივების საკითხი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
მისი თქმით, კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციის განვითარების მიხედვით, გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს, გახანგრძლივდეს თუ არა არდადეგები.
„მქონდა კონსულტაცია განათლების მინისტრის მოადგილესთან და ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციის განვითარებაზე ამ კვირის განმავლობაში. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება 16 მარტს არის დაგეგმილი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან