ავტორიზაციის საბჭო 11 სკოლის საკითხს განიხილავს – სია
11 აგვისტოს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგშია 8 საჯარო და 3 კერძო სკოლის სხვადასხვა საკითხის განხილვა. საბჭო, საჯარო სკოლების შემთხვევაში, ავტორიზაციის საკითხზე, ხოლო კერძო სკოლების შემთხვევაში, როგორც ავტორიზაციაზე, ისე მონიტორინგის შედეგებზე იმსჯელებს.
უფრო კონკრეტულად კი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, ავტორიზაციის საბჭოს დღის წესრიგი შემდეგ საკითხებს მოიცავს:
საჯარო სკოლები:
- სსიპ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ-ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოს საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ – ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ – აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა.
კერძო სკოლები:
- შპს ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
- შპს მწვანე სკოლა-ტყის კამპუსში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა;
- შპს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი-ბათუმში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა.
გარდა ამისა, საბჭო სხდომაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2025 წლის 25 ივლისის N 911846 ოქმში ტექნიკური შეცდომის გასწორების საკითხზეც იმსჯელებს.
სხდომა ონლაინ რეჟიმში, „zoom“-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება.
-
როგორი უნდა იყოს სკოლის სპეციალური მასწავლებელი – კომპეტენციები და ეთიკის ნორმები ახალ სტანდარტში გაიწერა
by ARIS.GE-განათლება
-
მოსწავლეთა შედეგები – „საქართველოში გოგონებს ბიჭებზე უკეთესი შედეგები აქვთ კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში“ (PISA 2025)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორი უნდა იყოს მაღალ ქულაზე დაწერილი ხედვა და რაში დაგაკლდებათ ქულა? – ხშირად დასმული კითხვები და პასუხები ტრენერისგან
by განათლებული ბლოგი