ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ატესტაცია და პროფესიული განვითარება იგეგმება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული რელიზით ვგებულობთ, რადგან უკვე ტრადიციულად, მედია ღონისძიებაზე მიწვეული არ ყოფილა. დახურულ კარს მიღმა კი, როგორც სამინისტრო გვამცნობს, ნუნუ მიცკევიჩმა უნივერსიტეტების რექტორებს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების კუთხით 2020 წელს დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამუშაო შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის, თქმით, სამინისტრო აკრედიტაციის სისტემის მოდიფიცირებას, კერძოდ, კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლას გეგმავს, რაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებას გულისხმობს.
“თამარ მახარაშვილმა დეტალურად წარმოადგინა ის ძირითადი ეტაპები, რომლის მიხედვით უნდა დადგინდეს საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობა განახლებული კვალიფიკაციების ეროვნულ ჩარჩოსთან და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2020 წლიდან ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრების ატესტაცია და პროფესიული განვითარება იგეგმება. ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა კორპუსის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მხარდამჭერი ღონისძიებების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვასა და განხორციელებას.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელეს”, – ვკითხულობთ რელიზში.
-
„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ორ სკოლაში საქმიანობისთვის ხელმძღვანელის თანხმობა დაგჭირდებათ – განათლების სამინისტროს განმარტება სკოლებისა და უმაღლესებისთვის
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო