ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ვადები საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გახანგრძლივდა
მთავრობის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საგანამანათლებლო დაწესებულებების შეუფერხებელად ფუნქციონირების მიზნით, ავტორიზაციის ვადა საგანაგებო მდგომარეობის დასრულებამდე გახანგრძლივდა.
ასევე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საგანამანათლებლო პროგრამებს, რომლებსაც აკრედიტაციის ვადა ეწურებათ და დისტანციურად შეუძლებელია მათი შეფასება, მიმდინარე აკრედიტაციის ვადა გაუხანგრძლივდეთ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.
“საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც მიმდინარე ავტორიზაციის ვადა ეწურებათ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში, მიმდინარე ავტორიზაციის ვადა გაუხანგრძლივდეთ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.
საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებსაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა ეწურებათ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და რომელთა შეფასებაც აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით ცენტრის დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიციის საფუძველზე შეუძლებელია, განხორციელდეს დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ან/და საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრში წარდგენილი დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიციით დააფიქსირებს უარყოფით პოზიციას საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შეფასების თაობაზე და აღნიშნულ არგუმენტირებულ პოზიციას გაიზიარებს ცენტრი, მიმდინარე აკრედიტაციის ვადა გაუხანგრძლივდეთ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე”, – ვკითხულობთ დადგენილებაში.
თუმცა ეს წესი არ ვრცელდება მათზე, ვის მიმართაც ზოგადსაგანმანათლებლო პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოებს მიღებული აქვთ ავტორიზაციასთან ან აკრედიტაციასთან დაკავშირებული რომელიმე გადაწყვეტილება, ასევე მათზე, ვისაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე უკვე ამოეწურათ მიმდინარე ავტორიზაციის ან აკრედიტაციის ვადა და ამ ვადის ამოწურვისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებას ცენტრში არ ჰქონდა წარდგენილი საავტორიზაციო ან სააკრედიტაციო განაცხადი.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან