„ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მოწესრიგებულ საპირფარეშოში არ გვიშვებენ“
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეებს იმ საპირფარეშოში არ უშვებენ, რომელიც მოწესრიგებულია.
როგოც სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე EDU.ARIS.GE-ს უყვება, შეზღუდვა მხოლოდ ბიჭებზე მოქმედებს.
მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში სარგებლობა იმ ძველი საპირფარეშოთი უწევთ, რომელსაც კარები არ აქვს და ანტისანიტარიაა.
აღნიშნულს სკოლაში უარყოფენ და ამბობენ, რომ მოსწავლეების ნაწილი ძველ შენობაში საკუთარი სურვილით შედის. საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
,,ძალიან დიდი ხანია, რაც ბიჭებს ახალ საპირფარეშოში არ გვიშვებენ. გვეუბნებიან, რომ დავაბინძურებთ და ისევ ძველ საპირფარეშოთი ვსარგებლობთ, რომელსაც კარი არ აქვს და ცუდი სუნი დგას“, – გვითხრა ახალდაბის სკოლის მოსწავლემ.
,,ამ ფაქტს არ ვადასტურებ და მე საპირფარეშოში შესვლას არავის არ ვუკრძალავ. ძველი საპირფარეშო აღარ ფუნქციონირებს და იქ ბავშვები თვითნებურად შედიან“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება