აზერბაიჯანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები წელს ეროვნულ გამოცდებს არ ჩააბარებენ და გრანტს მაინც მიიღებენ – მიზეზი
აზერბაიჯანში მცხოვრებ 80-მდე აბიტურიენტს, რომლებიც სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდნენ, გამოცდების ჩაბარების ვალდებულება მოუხსნეს.
“წელს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, კოვიდ ინფექციის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ მეზობელ ქვეყნებში არის რთული ეპიდსიტუაცია, მოხდა გამონაკლისის დაშვება. თითოეული ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ცხოვრობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულები იქნება უმაღლეს სასწავლებლებში და მათ სახელმწიფოსგან ექნებათ მაქსიმალური ოდენობის დაფინანსება, რაც გახლავთ 2250 ლარი.
“ესენი არიან აბიტურიენტები, რომლებიც ცხოვრობენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. იგეგმებოდა მათი ორგანიზებული ჩამოყვანა, თუმცა ეს აღარ გახდა საჭირო”, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, ასეთი ტიპის აბიტურიენტები მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში ეროვნული გამოცდების გარეშე ირიცხებიან, თუმცა სასწავლო გრანტი მსურველებს მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად გადაეცემოდა და წელს ასეთი მსურველი 70-მდე აბიტურიენტი იყო.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
გახდება თუ არა რეზიდენტურა და დოქტორანტურა უფასო? – რა დავალება მიიღო პრემიერ-მინისტრისგან განათლების სამინისტრომ
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლის ექიმად დასაქმებისას პრიორიტეტი მიენიჭება ამ სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობას – ცვლილება კანონში
by ARIS.GE-განათლება
-
ქართველ ახალგაზრდებში რუსეთში განათლების მიღების პერსპექტივების პოპულარიზაციას ეწევიან – რას წერს სუსი საკუთარ ანგარიშში
by ARIS.GE-განათლება