ბათუმის ორი სკოლის 100–ზე მეტ პედაგოგსა და თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა
ბათუმის ორ სკოლაში პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ.
ბათუმის რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, ნიმუშების აღება ასზე მეტმა პედაგოგმა გუშინ, მას შემდეგ დაიწყო რაც ბათუმელ პედაგოგს COVID-19 აღმოაჩნდა.
დაწყებითი კლასების მასწავლებელი ბათუმის მე-6 და მე-15 სკოლებში მუშაობდა. მას ორივე სკოლაში კოლეგებთან კონტაქტი ჰქონდა, რის გამოც ეპიდემიოლოგებმა შემხებლობაში მყოფი ადამიანების ტესტირება დაიწყეს.
“სკოლების დირექტორებმა აღრიცხეს პედაგოგები, დიდმა ნაწილმა ტესტის ჩასაბარებლად სამედიცინო დაწესებულებას გუშინვე მიმართა, ნაწილმა დღეს აიღო სინჯი. როგორც ვიცი, ამ ეტაპზე ტესტირება ყველამ გაიარა. ორივე სკოლაში დაახლოებით 130 პედაგოგი და თანამშრომელი მუშაობს”, – განაცხადა ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა EDU.ARIS.GE-სთან.
გოჩა დავითაძის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები მუშაობას ტესტირების შედეგების მიხედვით გააგრძელებენ. სასწავლო წლის დაწყება საკლასო ოთახებში 2 კვირით არის გადადებული და ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყება. გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრმა გუშინ გამოაცხადა.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან