ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით მერაბ ხალვაში აირჩიეს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ისევ მერაბ ხალვაში გახდა. უნივერსიტეტში დღეს გამართული რექტორის არჩევნების შედეგების თანახმად, მან აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობის ნდობა მოიპოვა და 11 ხმა მიიღო.
არჩევნებზე დღეს საბჭოს 11-მა წევრმა რექტორობის მსურველ ორ კანდიდატს მოუსმინა. მეორე კანდიდატი რექტორის პოსტზე აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი ინგა შამილიშვილი იყო.
მერაბ ხალვაშმა საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ მის მიერ დაწყებული უნივერსიტეტის განვითარების გეგმის გაგრძელებას აპირებდა.
ინგა შამილიშვილი კი, გამარჯვების შემთხვევაში უნივერსიტეტის დიპლომის საზღვარგარეთ აღიარების მოპოვებას გეგმავდა.
მერაბ ხალვაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას 4 წლის განმავლობაში მართავდა და მეორე ვადითაც ის რექტორის პოსტს 4 წლით დაიკავებს.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან