ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი 2 კვირით გადაიდო – პრემიერის განცხადება
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 2020 წლის 1-ლ ოქტომბერს განახლდება, მანამდე მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად ჩაუტარდებათ.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
„ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო მაღალი და შესაბამისად გარკვეული რაოდენობის ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას ველოდებოდით, ამისთვის ბათუმში და ქვეყანაში ყველაფერი არის მზად. მთავარი არის, რომ ეპიდემიის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წელი გამოიწვევს მობილობის კიდევ უფრო გაზრდას, ჩვენ გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღეთ, ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება, იქნება დისტანციურად პირველი ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქობულეთსა და ბათუმში მოსწავლეები კლასში და სტუდენტები აუდიტორიაში, სწავლას გააგრძელებენ პირველი ოქტომბრიდან, მანამდე გააგრძელებენ სწავლას დისტანციურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან