ბავშვებთან დაკავშირებით არსებობს კორონავირუსის ცოტა მოგვიანებითი, იშვიათი გართულება – რაზე აფრთხილებს მშობლებს ინფექციონისტი
ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ბავშვებში კორონავირუსის გართულების რისკი ძალიან დაბალია, თუმცა არსებობს მისი მოგვიანებითი გართულების სინდრომი და მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ.
“7 წლის ბავშვის შემთხვევაში, იმის რისკი რომ კორონავირუსი გართულდეს, არის უკიდურესად დაბალი. ტესტირების გაკეთება უმჯობესია სიმპტომების დაწყებიდან მესამე დღეს და არა ხვალვე, თუკი დღეს დაიწყო მაგალითად ტემპერატურა. შეიძლება არც გაკეთდეს ტესტირება, თუ ეს ლოჯისტიკურ პრობლემებთან არის დაკავშირებული და უბრალოდ ბავშვი იყოს სახლში და მოუვლით ისე, როგორც ნებისმიერი სასუნთქი გზების დაავადების დროს და არაფერი დამატებითი არ სჭირდება. თუმცა ტესტის გაკეთების შემთხვევაში, გაიგეთ კოვიდია ნამდვილად, თუ სხვა რომელიმე ინფექცია.
“აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვებთან დაკავშირებით არსებობს ასეთი, ცოტა მოგვიანებითი გართულება, რომელსაც დაარქვეს “ემაიესის სინდრომი”. საბედნიეროდ იშვიათია, მაგრამ არსებობს და მაინც, მშობლების მხრიდან ყურადღებაა საჭირო იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, უკვე როდესაც გამოჯანმრთელება ხდება და კიდევ შეიძლება ერთი, ორი კვირა გავიდეს, აი, ამის შემდეგ ისეთი სიმპტომები აღინიშნება, როგორიც არის გამონაყარი კანზე, კიდურების შეშუპება, ტახიკარდია. ბევრი სხვადასხვა ორგანო შეიძლება დაზიანდეს და ჰქვია მულტისისტემური ანთებითი სინდრომი და ასეთი ბავშვები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. ვიმეორებ, ეს არის ძალიან იშვიათი და მინდა ხაზი გავუსვა რომ ეს არის სპეციფიკური, ბავშვთა ასაკში კოვიდისთვის მოგვიანებითი შესაძლო გართულება”, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება