ბოლო ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, მაღალმთიან აჭარაში სასწავლო პროცესი 17 სკოლაში შეწყდა
დღეს დილიდან, დიდთოვლობის გამო, ხულოს სამ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. მოსწავლეების რაოდენობის სიმცირის გამო კი მაღალმთიან აჭარაში სწავლის პროცესი კიდევ 14 სკოლაში შეჩერდა.
აჭარის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსწავლეები სკოლებში არ გამოცხადდნენ, რის გამოც სასწავლო პროცესი ჯამში 17 სკოლაში – ხულოს 10 და შუახევის 7 სკოლაში არ ჩატარდა.
ხულოში თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 50 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში კი 1 მეტრს აღწევს.
მერიაში განაცხადეს, რომ საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება.
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება



