„ჩემი მინისტრობის შემდეგ განათლების სისტემაში არც აღარაფერი აღარ გაკეთებულა“
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვლმა დღეს, პარლამენტში, ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ განათლების სისტემაში მისი მინისტრობის შემდგომ პრაქტიკულად აღარაფერი გაკეთებულა.
„ჩემი დღევანდელი გამოსვლა მე-5 გამოსვლაა პარლამენტში და გადავწყვიტე ეს ყოფილიყო შემაჯამებელი იმ პერიოდის და იმ ბოლო წლების, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით…
„მე მახსენდება, 2013 წელი, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს მთავრობაში და ის სულისკვეთება, რაც მაშინ იყო, იმიტომ რომ მაშინ განხორციელებული რეფორმები, ის, რაც გააკეთა დავით სერგეენკომ, რაც გააკეთა დათო კირვალიძემ, ის, რაც მე გავაკეთე განათლების სისტემაში და შემიძლია ვთქვა, რომ იმის მერე განათლების სისტემაში არც არაფერი აღარ გაკეთებულა, იყო ორიენტირებული რიგით საქართველოს მოქალაქეზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
-
შემადგენლობა განახლდა – საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს
by ARIS.GE-განათლება
-
„საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება“ – რა იციან და რა შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს (PISA 2025)
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლების გაჭიანურებული მშენებლობების ფონზე, პირველ ეტაპზე 10 მოდულური სკოლა მოეწყობა – მინისტრის განმარტება
by ARIS.GE-განათლება