ჩვენი მიზანია, რომ მე-7 – მე-12 კლასების მოსწაავლეები სკოლაში ამ სემესტრში დავაბრუნოთ და ეს მოხდება – განათლების მინისტრი
განათლების მინისტრის განცხადებით, VII – XII კლასის მოსწავლეების სასკოლო სივრცეში დაბრუნებაზე მუშაობენ და ფიქრობს, რომ ეს ამ სემესტრშივე მოხდება.
ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
“რაც შეეხება მაღალი კლასების – მე-7-დან მე-12 კლასების ჩათვლით მოსწავლეების დაბრუნებას, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მოხდეს. ცხადია, ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. ჩვენი მიზანია, რომ ეს მოხდეს ამ სემესტრში და ეს ამ სემესტრში მოხდება. კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ჩვენ საზოგადოებას წინასწარ ვაცნობებთ, ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ეპიდსიტუაციაზე და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვო, რომ საჭიროა სამედიცინო სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, იმისთვის, რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება საკლასო ოთახებში გააგრძელონ სასწავლო პროცესი”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება