ცნობილია რა შედეგი უნდა აჩვენოს სკოლის დირექტორობის მსურველმა ტესტირებაზე, რომ გასაუბრების უფლება მოიპოვოს
როგორც ცნობილია, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება და მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ვებგვერდზე directors.mes.gov.ge.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დამატებით, დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია რეგისტრაციის საფასურზე და იმ დათქმაზე, რა შემთხვევაში გადავა პირი გასაუბრების ეტაპზე:
EMIS-ის ცნობით, სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის საფასური შეადგენს 35 ლარს, გადახდა კი შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.
რაც შეეხება კომპეტენციის დადასტურებას ტესტირებაზე, როგორც განათლების სამინისტროს სსიპ განმარტავს, დირექტორობის მსურველთა კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში და პირებს, რომლებიც ტესტირებისათვის დადგენილ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს გადალახავენ, შესაძლებლობა მიეცემათ, გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე.
ამავე თემაზე:
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება – ყველა დეტალი
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროს რომელ პროგრამებს აქვს დაბალი ათვისება – აუდიტის სამსახურის დასკვნა ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
როგორი უნდა იყოს სკოლის სპეციალური მასწავლებელი – კომპეტენციები და ეთიკის ნორმები ახალ სტანდარტში გაიწერა
by ARIS.GE-განათლება