„დაჩექინდი“ და იყავი ხელმისაწვდომი პოტენციური დამსაქმებლისთვის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
22 ოქტომბერს საგანმანათლებლო პორტალ EDU.ARIS.GE-ის ახალი პროექტის პრეზენტაციას საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
პრეზენტაციის თემა იყო EDU.ARIS.GE-სა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად პროფესიული კოლეჯის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის შეიქმნა ახალი საკომუნიკაციო პლათფორმა „დაჩექინება“. აღნიშნული პლათფორმის საშუალებით სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ გაერთიანდნენ პროფესიული ნიშნით, კომუნიკაცია დაამყარონ როგორც ერთმანეთში, ისე პოტენციურ დამსაქმებლებთან და მათთვის საკუთარი CV ატვირთონ. ასევე ამ აქტივობით სტუდენტები ხელს შეუწყობენ პროფესიული განათლებისა და თავად კოლეჯის პოპულარიზაციასაც.
პრეზენტაციას სტუ-ის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ისინი დეტალურად გაეცნენ პროექტის ფარგლებში შექმნილ ახალ გვერდს https://edu.aris.ge/tvet/ და დაჩექინების პროცედურებს, რომელიც მათ ტექნიკური უნივერსიტეტის მიკროგვერდზე უნდა გაიარონ.
პრეზენტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში შექმნილ გვერდზე ასევე განთავსებულია 60 პროფესიული სასწავლებლის 350-მდე მოდულურ-დუალური პროგრამა და სხვა დეტალები.
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს – კიდევ რა გეგმა აქვს მთავრობას
by პროფესიული განათლების ამბები