დაცვამ გულშემატკივრებს ტერიტორია დაატოვებინა – „აბიტურიენტს დედის ხმა ესმის და განიცდის“
გლდანის 177-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან, ტრადიციულად, გულშემატკივართა გუნდია მობილიზებული. იმის გამო, რომ ადგილი, სადაც ისინი შეკრებილნი არიან, შენობასთან ძალიან ახლოა, ხოლო საგამოცდო სექტორების ფანჯრები ღიაა, როგორც ჩანს, აბიტურიენტებს ხელი შეეშალათ. დაცვის თანამშრომლებმა გულშემატკივრებს გზის მეორე მხარეს გადასვლა რამდენჯერმე სთხოვეს, თუმცა ამაოდ.
მშობლები მოწოდებას არ ემორჩილებიან, რადგან ამ ტერიტორიაზე ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ჩრდილია. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მათგანს თან მცირეწლოვანი ბავშვებიც ახლავს.
ცოტა ხნის წინ, საგანგებოდ გამოსულმა დაცვის თანამშრომელმა მათ ტერიტორიის დატოვება კატეგორიულად მოსთხოვა. მისი თქმით, ერთ-ერთ აბიტურიენტს დედის ხმა ესმის და განიცდის. “ისევ თქვენს შვილებს უშლით ხელს”, – უთხრა გულშემატკივრებს მან.
მშობლები მოწოდებას დაემორჩილნენ, ადგილი შეიცვალეს, თუმცა სულ ცოტა ხნით – ორიოდე წუთში ისინი ისევ სკოლის შენობასთან შეიკრიბნენ.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება



