დანიის საბავშვო ბაღებსა და დაწყებით სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა
დანიის მთავრობამ პატარებს ბაღებში, უმცროსკლასელებს კი სკოლაში დაბრუნების უფლება მისცა. სტატისტიკურად ქვეყანაში კორონავირუსით ახალი ინფიცირებულების რიცხვმა კლება დაიწყო.
15 აპრილს ათობით ათასი დანიელი ბავშვი საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ისევ წავიდა. სამეფოს ხელისუფლებამ, კორონავირუსის ეპიდემიის დამარცხებაში მიღწეული წარმატებაზე დაყრდნობით, სასწავლო პროცესი ბაგა-ბაღებში, ბაღებში და დაწყებით სკოლებში განაახლა. დღეიდან მოსწავლეები, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, გაკვეთილებზე დასწრებას ისევ შეძლებენ. სასწავლო დაწესებულებებისთვის უსაფრთხოების ახალი წესები გამოიმუშავეს, რომელიც მოსწავლეებს შორის დისტანციის დაცვას გულისხმობს.
ამგვარად, დანიამ კორონავირუსთან შეჯახების შემდეგ, ევროპის მასშტაბით პირველმა განაახლა სასწავლო პროცესი და საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის პირველი ნაბიჯი გადადგა. ქვეყანამ, კარანტინის დროული გამოცხადებით და 14 მარტს საზღვრების დაკეტვით, ყოველდღიურად დაინფიცირებული ადამიანების რიცხვის შემცირება შეძლო. ამჟამად დანიის საავადმყოფოებსა და რეანიმაციულ განყოფილებებში მოთავსებულ Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა რიცხვი მკვეთრად მცირდება.
წყარო: dw.com
მოამზადა თეა ინაშვილმა
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან