დღეიდან სკოლებში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ განახლდა
საჯარო და კერძო სკოლების დიდ ნაწილში, 1-ლიდან მე-6 კლასების მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი განახლდა.
თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში დაწყებით საფეხურის მოზარდები, საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, ხოლო გორისა და ფოთის სკოლებში პირისპირ სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლისთვის აღდგა.
დილიდან ხალხმრავლობა იყო საჯარო სკოლების წინ, სადაც მოსწავლეები და მათი მშობლები იყვნენ შეკრებილები. არსებული პანდემიის ფონზე, ვერ ვიტყოდით, რომ მოქალაქეები დისტანციას იცავდნენ.
სასწავლო პროცესის განახლება სკოლებში ახალი წესებით დაიწყო, ყველა მოსწავლეს კლასში შესვლამდე თერმოსკრინინგი ჩაუტარდა. მოსწავლეები გაკვეთილზე დისტანციის დაცვით იქნებიან განთავსებულები და აკრძალული ექნებათ ერთმანეთის ნივთების თხოვება.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ცნობილი არაა თუ როდის განახლდება კლასებში სასწავლო პროცესი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, იმ სკოლებში სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, წერტილოვან შეზღუდვებს დააწესებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება