დისტანციური სწავლების მიმღები ჯგუფი შესაძლოა გაფართოვდეს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე არსებული წერტილოვანი შეზღუდვების შესაძლო გაფართოებაზე ისაუბრეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა სრული ჩაკეტვის გამოცხადებას გეგმავს. მისივე თქმით, გაფართოვდება გარკვეული შეზღუდვების მქონე ჯგუფები მათ შორის დისტანციური სწავლების და დისტანციური მუშაობის კუთხით.
„სრული ლოქდაუნი იქნება დიდი ეკონომიკური დარტყმის მატარებელი, მაგრამ მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა უპირველესია და მიდის მუშაობა იმაზე, რომ ის შეზღუდვები, რომელიც დღეს დაწესებულია გარკეულწილად წერტილოვან რეჟიმში, შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს. ვსაუბრობთ გარკვეულ მოდიფიკაციაზე. ეს მოდიფიკაცია შეიძლება შეეხებოდეს ჯუგფების გაფართოებას, მაგალითად დისტანციური სწავლება, დისტანციური ბიზნესი, რაც ისედაც არის უკვე გამოყენებული. ოდნავ მაინც, სადაც ამის შესაძლებლობაა მეტად აქტიურად არის რეკომენდირებული ამ მიდგომის გამოყენება. ასევე ვსაუბრობთ საათების შესაძლო მოდიფიცირებაზე რომ გახანგრძლივდეს შეზღუდვის პერიოდი“, – აცხადებს თამარ გაბუნია.
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვყანაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისში გამოვლენილია 1 443 შემთხვევა, აჭარაში – 676, იმერეთში – 541, ქვემო ქართლში – 183, შიდა ქართლში – 165, გურიაში – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 363, კახეთში – 130, მცხეთა-მთიანეთში – 96, სამცხე-ჯავახეთში – 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.
-
ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები, ტესტი და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
გამოქვეყნდა გამსვლელი ქულა ლიტერატურაში, შეფასების სქემა და აბიტურიენტთა შედეგები – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
„მესამე სემესტრიდან სტუდენტისთვის დაფინანსების შემცირებას ერთადერთი მიზეზი აქვს“
by ARIS.GE-განათლება