„ძალიან ცოტა შემთხვევაში დააწესეს უნივერსიტეტებმა მეოთხე გამოცდა“ – როდის გაცხადდება საბოლოო მონაცემები აბიტურიენტებისთვის
როგორც ვიცით, 2020 წლის მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტებს 2 სავალდებულო და ერთი არჩევითი გამოცდის ჩაბარება უწევთ (ისტორია ან მათემატიკა), თუმცა არის რიგი შემთხვევები, როდესაც უნივერსიტეტი ოთხ საგანს ითხოვს გარკვეულ საგანმანათლებლო მიმართულებებზე.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე ამბობს, საბოლოო მონაცემები თუ რომელი უნივერსიტეტი რომელ მიმართულებაზე ითხოვს ოთხ გამოცდას, თებერვალში გახდება ცნობილი აბიტურიენტებისთვის.
„უნივერსიტეტებს მიეცათ უფლებამოსილება, რომ თუ მას ძალიან სურს, რომ დაამატოს კიდევ ერთი გამოცდა, ვთქვათ, გეოგრაფიაზე უნდა, რომ დაამატოს გეოგრაფია, რადგან ეს არის ყველაზე რელევანტური, მაშინ მას აქვს ამის საშუალება. პირველადი ინფორმაცია ჩვენ სექტემბერში მივაწოდეთ აბიტურიენტებს ამატებდნენ თუ არა უმაღლესები მეოთხე გამოცდას და ახლა უკვე თებერვალში მიიღებენ ისინი საბოლოო პასუხს. მე წინასწარ შემიძლია გითხრათ, რადგან ჩვენ უკვე მივიღეთ ეს მონაცემები და უბრალოდ ვამუშავებთ, რომ ძალიან ცოტა შემთხვევაში დააწესეს უნივერსიტეტებმა მეოთხე გამოცდა. სამართლის პროგრამაზე დაწესებულია რიგ შემთხვევებში დამატებით სამოქალაქო განათლება, ლიტერატურა, ან ზოგადი უნარები. ასევე ჯიპას მაგალითად მედია ხელოვნების მიმართულებაზე დამატებული აქვს ხელოვნება მეოთხე საგნად. ეს არის ძალიან მცირე შემთხვევები. 90%-ზე მეტ შემთხვევაში აბიტურიენტებს მხოლოდ სამი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, ოღონდ სამედიცინოზე, რა თქმა უნდა, განსხვავებული მიდგომაა და იქ არის 4 სავალდებულო გამოცდა. ეს არის ქართული ენა და ლიტერატუდა და უცხოენა, მესამე სავალდებულოდ შემოდის ბიოლოგია, ხოლო მეოთხე სავალდებულო უკვე არის არჩევანი სამი საგნიდან: ფიზიკა, ქიმია ან მათემატიკა“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება