EDU.ARIS.GE გილოცავთ შობა–ახალ წელს – ჩვენი გეგმები 2021–ში!
ძვირფასო არის.ჯი – განათლების მეგობრებო,
გვინდა მოგილოცოთ 2021 წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას, წარმატებებსა და წინსვლას თქვენს საქმიანობაში!
დიდი მადლობა ჩვენს ხელმომწერებსა და პარტნიორებს 2020 წლის განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობისთვის, თქვენი ფინანსური მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!
დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს თქვენი აქტიურობისთვის, დისკუსიებში მონაწილეობისთვის, ინფორმაციის გაზიარებისთვის, მოსაზრების დაფიქსირებისა და საინტერესო შეფასებებისთვის.
დიდი მადლობა ჩვენს რესპონდენტებს, ექსპერტებს, მრჩევლებსა და მეგობრებს, ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და სისტემატური იქნება.
2020 წელს EDU.ARIS.GE-მ ძირითადად გიყვებოდით ამბებს, თუ როგორ ებრძვის სტიქიით გამოწვეულ ხანძარს – კორონავირუსს, ისედაც ხანძარსაშიშ ტერიტორიაზე – ნაკლებად მომზადებული მეხანძრე, საქართველოს განათლების სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი.
ეს წელიწადი, ალბათ, უმეტესობისთვის არ ყოფილა მარტივი.
2020 წელს EDU.ARIS.GE-მ, საქართველოს ხუთ ქალაქში აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის განკუთვნილი რეგიონული განათლების გამოფენის ჩატარება დაგეგმა, რომელიც ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების მონაწილეობით უნდა გამართულიყო… პანდემიამ ორი კვირით დაგვასწრო, ქვეყანა კორონავირუსის გამო დაიკეტა და ჩვენი გუნდის 5-თვიანი შრომა, ოდნავ მოგვიანებით დაფასდება.
შემდეგ კი ყველაზე რთული საქმე დავიწყეთ – IT სამსახურმა ჩვენი სერვერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლება დაიწყო და სამ თვეში დაამთავრა. შედეგად, EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია კიდევ უფრო მეტი მომხმარებლისთვის გახდა ხელმისაწვდომი.
2020 წელს EDU.ARIS.GE-მ, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით, მკითხველს ახალი პროექტი შესთავაზა – პარტიები განათლებაზე, ეხლა შესაძლებელია ნახვა რას ამბობენ თუ ვერ ამბობენ განათლებაზე საქართველოს წამყვანი პოლიტიკური გაერთიანებები.
2020 წელს EDU.ARIS.GE|RANKINGS -მა, რანჟირება მოამზადა და პირველად გამოაქვეყნა – საქართველოს რომელ უნივერსიტეტებშია კონცენტრირებული კარგად მომზადებული აბიტურიენტები.
2021 წელს ჩვენ ახალ მულტიმედიურ პროექტზე მუშაობას ვიწყებთ, ბევრი ახალი და უკვე თქვენთვის ნაცნობი პერსონები შეგხვდებათ, რომლებიც, რასაკვირველია, განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებენ.
2021 წელს ჩვენ აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მისი სტრუქტურების მიერ გეგმების შესრულების პროცესსა და შედეგებს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი პანდემიის პირობებში განათლების ხელმისაწვდომობაში დახარჯულ თანხებს მივაქცევთ.
რასაკვირველია, კიდევ უფრო ყურადღებიანები ვიქნებით მასწავლებლების პროფესიული განვითარების საკითხების მიმართ. გპირდებით, რომ გამოვაქვეყნებთ მეტ საინტერესო ინფორმაციას, ვიქნებით ოპერატიულები და ობიექტურები!
გმადლობთ, რომ ხართ ჩვენთან,
სიკეთის მომტანი იყოს თქვენთვის ახალი 2021 წელი,
არის.ჯი – განათლების გუნდი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება