EDU.ARIS.GE-ს განათლების რეგიონული გამოფენა გადაიდო
ძვირფასო მეგობრებო, არის ჯი-ს განათლების რეგიონული გამოფენით დაინტერესებულო აბიტურიენტებო, მშობლებო და მოწვეულო სტუმრებო, EDU.ARIS.GE-სთვის თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოება პირველი პრიორიტეტია. შესაბამისად, მსოფლიოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გვინდა გაცნობოთ, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარების შესახებ), გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოფენის გადატანის შესახებ.
უპირველესად, ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის და პირველივე შესაძლებლობისთანავე გაცნობებთ გამოფენის ახალ თარიღებს საქართველოს ხუთ ქალაქში. ჩვენ სიამოვნებით გავმართავთ არის ჯი-ს განათლების რეგიონულ გამოფენას, როგორც კი კორონავირუსთან დაკავშირებით პოზიტიურ ინფორმაციას მივიღებთ, იმ იმედით, რომ ეს წელს, ოდნავ გვიან გაზაფხულზე მოხდება.
მადლობას ვუხდით სრული მხარდაჭერისთვის ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, გამოფენის მონაწილე წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და რეგიონულ მთავრობებს.
ჯანმრთელობას და კარგ ხასიათზე ყოფნას გისურვებთ.
საუკეთესო სურვილებით,
არის ჯი-ს გუნდი
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება