EDU.ARIS.GE-ს ორგანიზებით 16-21 მარტს განათლების რეგიონული გამოფენა გაიმართება!
საგანმანათლებლო ინტერნეტპორტალი EDU.ARIS.GE 16-21 მარტს საქართველოში პირველად განათლების რეგიონულ გამოფენას მართავს.
გამოფენა 16 მარტს, ქვემო ქართლის რეგიონში აიღებს სტარტს და 21 მარტს, ბათუმში დასრულდება. რეგიონულ გამოფენას უმასპინძლებს ქალაქები: რუსთავი, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი. ხუთივე რეგიონში გამოფენა დღის 11:00 საათზე გაიხსნება და 19:00 საათზე დაიხურება.
EDU.ARIS.GE-ს რეგიონული საგანმანათლებლო გამოფენის განრიგი ასეთია:
16 მარტი – ქ. რუსთავი (რუსთავის თეატრის ფოიე, ფიროსმანის ქ. 1)
17 მარტი – ქ. თელავი (სასტუმრო „ძველი თელავი“, ჩოლოყაშვილის ქ. 1)
19 მარტი – ქ. ქუთაისი (სასტუმრო „ბაგრატი 1003“, წერეთლის მე-2 ჩიხი, N2ა)
20 მარტი – ქ. ზუგდიდი (სასტუმრო „ლეთო“, ზ. გამსახურდიას გამზ. N31)
21 მარტი – ქ. ბათუმი (სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“, ნინოშვილის ქ. 1)
რეგიონული გამოფენის უპირველესი მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონში (რაიონებსა და სოფლებში) მცხოვრები მოსწავლეების სწორ და დროულ ინფორმირებულობას საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებისა თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შესაძლებლობების შესახებ. მისცეს შესაძლებლობა უმაღლეს სასწავლებლებს, მოიზიდონ და უშუალო კონტაქტი დაამყარონ სამიზნე აუდიტორიასთან საქართველოს რეგიონებში. დაეხმაროს აბიტურიენტებს, სტუდენტებს, უფროსკლასელებსა და მათ მშობლებს, გაეცნონ და უკეთ შეარჩიონ საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე სწორად დაგეგმონ თავიანთი სამომავლო კარიერა.
მონაწილეობას იღებს საქართველოში აკრედიტებული 20-მდე წამყვანი სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტი საქართველოს ყველა რეგიონიდან და დედაქალაქიდან.
გამოფენის მონაწილეები არიან:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ILIAUNI)
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU)
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ (SEU)
ქართული უნივერსიტეტი (SANGU)
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი (SSU)
საქართველოს უნივერსიტეტი (UG)
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU)
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (SOU)
ევროპის უნივერსიტეტი (EU)
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ATSU) (ქ. ქუთაისში, ქ. ზუგდიდში,
ქ. ბათუმში)
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (ZSSU) (ქ. ზუგდიდში)
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი (BNTU) (ქ. ბათუმში)
ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი (ANRI) (ქ. ბათუმში)
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TESAU) (ქ. თელავში)
გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა უნივერსიტეტი შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხებზე, რომელიც უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა სამომავლო კარიერული დაგეგმვისთვის არის აუცილებელი – საგანმანათლებლო, გაცვლითი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები; შიდა სასტიპენდიო და საგრანტო პროექტები; უმაღლესების საერთაშორისო მიღწევები და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები, სასწავლო ლიტერატურისა და პროფესორ-მასწავლებლების შესახებ ინფორმაცია და სხვ.
გამოფენაში მონაწილეობა კი შეუძლიათ საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში მცხოვრებ აბიტურიენტებს, უფროსკლასელებს (9,10,11,12); სტუდენტებს, მაგისტრატურითა და დოქტორანტურით დაინტერესებულ პირებს, მშობლებს, საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მასწავლებლებს, რეპეტიტორებსა და მშობლებს, ყველა იმ პირს, ვინც განათლების საკითხებზე მუშაობს ან დაინტერესებულია ამ თემატიკით. გამოფენაში მონაწილეობა შეზღუდული არ არის და სრულიად უფასოა.
რეგიონულ გამოფენაზე მისულ სტუმრებს, გარდა ზემოაღნიშნულისა, არაერთი აქტივობა ელით, რომელში მონაწილეობაც თითოეული საგამოფენო დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. (თემატური ლექციები და პრეზენტაციები უნივერსიტეტებისგან, ინტელექტუალური თამაშები, გიფერი, პრიზები გამარჯვებული სტუმრებისთვის და სხვ.)
EDU.ARIS.GE არის ერთადერთი საგანმანათლებლო ვებ-გვერდი საქართველოში, რომელიც უკვე 9 წელზე მეტია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.
ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში განათლების პოპულარიზაციას.
მოსწავლეების, მათი მშობლების, სტუდენტებისა თუ პედაგოგებისათვის შევქმნათ ერთიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მათ ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებასთან ერთად, შთაბეჭდილებებისა და მოსაზრებების გაზიარებაც შეეძლებათ. ჩვენი ამოცანაა დროულად და ხარისხიანად გავაშუქოთ განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები, განათლების სფეროთი დაინტერესებულ ინტერნეტ მომხმარებელს მივაწოდოთ სანდო, საინტერესო, დროული და სასარგებლო ინფორმაცია.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება