ეროვნულ გამოცდებზე 2 კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი გვყავდა – ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კორონავირუსით ინფიცირებული ორი აბიტურიენტი იყო და მისი თქმით, ორივეს მიეცა შესაძლებლობა ჩაებარებინა საავადმყოფოს პირობებში გამოცდა.
აღსანიშნავია, რომ დღემდე, საზოგადოებისთვის მხოლოდ ერთი ინფიცირებული აბიტურიენტის არსებობის შესახებ იყო ცნობილი.
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, გამოცდა ჩააბარეს არამხოლოდ ბავშვებმა, არამედ თავად მათაც, მედიკოსებმა და სხვა უწყებებმა პროცესის სწორად წარმართვის კუთხით და ის შედეგით კმაყოფილია.
ინფიცირებულზე, ჟურნალისტების ჩაკითხვის შემდეგ კომენტარი გააკეთა გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემაც.
,,რაც შეეხება იმ აბიტურიენტებს, რომელსაც დაუდასტურდათ ვირუსი, ასეთი გვყავდა სულ ორი აბიტურიენტი. მოგეხსენებათ, ერთის შესახებ გავიგეთ მას შემდეგ რაც ის გავიდა ქართულის გამოცდაზე, ხოლო მეორე აბიტურიენტს გამოცდაზე გასვლამდე დაუდასტურდა ვირუსი. ის იყო არაქართულენოვანი აბიტურიენტი და აბარებდა მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას. შესაბამისად მასაც მიეცა შესაძლებლობა რომ ეს ერთი გამოცდა კლინიკაში ჩაებარებინა”, – განმარტა გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა.
მინისტრი: სკოლებში სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს და სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდება უნივერსიტეტებშიც
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება