ერთი სტუდენტის წარმატება – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
დასრულდა სასწავლო წელი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს დაუბრუნდნენ პარტნიორ უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამით მყოფი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები: გიორგი თავხელიძე, მარიამ ზარქუა, თამარ მეფარიშვილი, მიხეილ ჭვინაშვილი, სალომე ზაბახიძე. ნაწილი ერთი სემესტრით, ნაწილი კი მთელი წლით იმყოფებოდა საფრანგეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში.
ამ უნივერსიტეტებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა არაერთხელ გამოიჩინეს თავი, წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები და სწავლაში მიღწეული წარმატების გამო ფინალური გამოცდებიდანაც კი გათავისუფლდნენ.
ახალი სასწავლო წლიდან ახალი ჯგუფი გაემგზავრება ევროპული განათლების მისაღებად. ერთ-ერთი მათგანი, ბიზნესისა და მართვის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტი – ნიკა კოდიაშვილია, რომელიც წელს საფრანგეთის კლერმონ-ფერანის (Clermont-Ferrant) სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების უფასო ინგლისურენოვან ერთწლიან პროგრამაზე ჩაირიცხა.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ნიკა კოდიაშვილი მიიღებს საფრანგეთის რესპუბლიკის ბაკალავრიატის სრული კურსის დიპლომს, რომლის დახმარებითაც შეძლებს ჩაირიცხოს მსოფლიოს ნებისმიერი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე.
ერთი წლის წინ ნიკა გაცვლითი პროგრამით პოლონეთის იან კოხონოვსკის უნივერსიტეტშიც სწავლობდა.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ულოცავს და შემდგომ წარმატებას უსურვებს ნიკას სწავლაში.
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში TESOL პროგრამის მერვე ნაკადი გაიხსნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI სადოქტორო პროგრამებზე მიღებას აცხადებს – სპეციალობები და ვადები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს – პროგრამები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი